Windows-ზე

  1. გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.

  2. ჩამოტვირთეთ Windows-ზე .exe ფაილი.

  3. (Recommended) Verify the file's signature.

  4. მას შემდეგ, რაც ჩამოტვირთვა დასრულდება, ორჯერ დაწკაპეთ .exe ფაილზე. დაელოდეთ დაყენების მეგზურის მუშაობის დასრულებას.

macOS-ზე

  1. გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.

  2. ჩამოტვირთეთ macOS-ის .dmg ფაილი.

  3. (Recommended) Verify the file's signature.

  4. მას შემდეგ, რაც ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ .dmg ფაილზე. დაელოდეთ დაყენების მეგზურის მუშაობის დასრულებას.

GNU/Linux-ზე

  1. გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.

  2. ჩამოტვირთეთ Linux-ის .tar.xz ფაილი.

  3. (Recommended) Verify the file's signature.

  4. შემდეგ კი მიჰყევით ან გრაფიკულ, ან ბრძანებათა ველის მითითებებს:

გრაფიკული ხერხი

  • როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი გაშალეთ შესაბამისი პროგრამით.

  • საჭიროა მიუთითოთ GNU/Linux-ს, რომ დაგრთოთ ნება, გაუშვათ shell-სკრიპტები. გადადით Tor-ბრაუზერის ახლადშექმნილ საქაღალდეში. მარჯვენა ღილაკით დაწკაპეთ start-tor-browser.desktop, გახსენით პარამეტრები ან მახასიათებლები და დაუშვით ფაილის პროგრამის სახით გაშვების ნებართვა. ორჯერ დააწკაპეთ ხატულაზე Tor-ბრაუზერის პირველად გასაშვებად.

.desktop-ფაილის გამშვებად ქცევა Linux-ზე

შენიშვნა: Ubuntu-სა და ზოგიერთ სხვა დისტრიბუტივზე, თუ შეეცდებით გაუშვათ start-tor-browser.desktop, შესაძლოა ტექსტური ფაილი გაიხსნას. სანაცვლოდ, Tor-ბრაუზერი რომ გაეშვას, მიჰყევით ამ მითითებებს:

  • გახსენით „Files“ (GNOME Files/Nautilus ფაილების მმართველი)
  • დაწკაპეთ პარამეტრები.
  • გადადით ჩანართზე „Behavior'“.
  • აირჩიეთ „Run them“ ან „Ask what to do“ განყოფილებაში „Executable Text Files“.
  • თუ მეორეს აარჩევთ, დაწკაპეთ „Run“ მას შემდეგ, რაც გაეშვება ფაილი start-tor-browser.desktop.

გამშვები ტექსტური ფაილის ქცევა „ყოველთვის გამშვებად“ Linux-ზე

ბრძანებათა ველის ხერხი

  • როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი გაშალეთ ბრძანებით tar -xf [TB archive].

  • Tor-ბრაუზერის საქაღალდიდანვე შეგიძლიათ გაუშვათ ბრაუზერი ბრძანებით:

    ./start-tor-browser.desktop

    შენიშვნა: თუ ეს ბრძანება არ იმუშავებს, მოგიწევთ ფაილი აქციოთ გამშვებად. ამავე საქაღალდიდან, გაუშვით: chmod +x start-tor-browser.desktop

დამატებით, სხვა აღნიშვნების დართვითაც შეიძლება გაეშვას start-tor-browser.desktop ბრძანებათა ველიდან:

აღნიშვნა აღწერა
--register-app Tor-ბრაუზერის სამუშაო პროგრამად მითითება.
--verbose Tor-ისა და Firefox-ის გამოტანილი მონაცემების ასახვა ბრძანებათა ფანჯარაში.
--log [file] Tor-ისა და Firefox-ის გამოტანილი მონაცემებს ჩაწერა ფაილში (ნაგულისხმევად: tor-browser.log).
--detach ბრძანებათა ველის ჩახსნა და Tor-ბრაუზერის ფონურად გაშვება.
--unregister-app Tor-ბრაუზერის სამუშაო პროგრამებიდან მოცილება.

იხილეთ, როგორ უნდა განაახლოთ Tor-ბრაუზერი.