Tor-ბრაუზერი მუდმივად განახლებული უნდა იყოს. თუ თქვენ განაგრძობთ მოძველებული ვერსიის გამოყენებას, დაუცველი იქნებით უსაფრთხოების ხვრელების მიმართ, რის შედეგადაც საფრთხე შეექმნება თქვენი პირადი მონაცემების დაცვასა და ვინაობის გაუმხელობას.

Tor-ბრაუზერი ამოგიგდებთ განახლებას, როდესაც ახალი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი: მთავარ მენიუზე (≡) გამოჩნდება მწვანე წრე ზემოთ მიმართული ისრით, ამასთანავე, შეიძლება იხილოთ განახლების მაუწყებელი წარწერა Tor-ბრაუზერის გახსნისას. განახლება შესაძლებელია როგორც ავტომატურად, ასევე ხელით.

TOR-ბრაუზერის თვითგანახლება

აირჩიეთ „გასაახლებლად, გაუშვით ხელახლა Tor-ბრაუზერი“ მთავარი მენიუდან

როდესაც Tor-ბრაუზერი განახლებას ამოაგდებს, დაწკაპეთ მთავარ მენიუზე (≡), შემდეგ კი აირჩიეთ „გასაახლებლად, გაუშვით ხელახლა Tor-ბრაუზერი“.

განახლების მიმდინარეობის ზოლი

დაელოდეთ განახლების ჩამოტვირთვასა და დაყენებას, შემდეგ კი Tor-ბრაუზერი თავადვე გაეშვება ხელახლა. შედეგად, უკვე გექნებათ განახლებული ვერსია.

TOR-ბრაუზერის ხელით განახლება

მას შემდეგ რაც Tor-ბრაუზერის განახლება ამოვარდება, დაასრულეთ მუშაობა და დახურეთ პროგრამა.

ამოშალეთ Tor-ბრაუზერი სისტემიდან მისი საქაღალდის წაშლით (იხილეთ განყოფილება ამოშლა დამატებითი ინფორმაციისთვის).

ეწვიეთ გვერდს https://tor.invidious.site/ka/download/ და ჩამოტვირთეთ Tor-ბრაუზერის უახლესი გამოშვება, შემდეგ კი ჩვეულებრივ დააყენეთ.